მთავარი სპეციალიზაცია

დაისონის ტექნიკის შეკეთება თბილისში

Zaza Computer სერვის ცენტრი აკეთებს Dyson Supersonic ფენების, Airwrap სტაილერების, Corrale თმის უთოების, ვენტილატორების, დამატენიანებლების, ხელის საშრობების და Dyson-ის ყურსასმენების შეკეთებას.

აკუმულატორის შეცვლა ძრავის შეცვლა აღდგენა დასველების შემდეგ გარანტია 2 თვე
რას ვაკეთებთ Dyson-ის ხაზში

შეკეთების სრული დიაპაზონი

Dyson Supersonic ფენი

არ ცხელდება, არ უბერავს, ხმაურობს, ითიშება რამდენიმე წამში, ციმციმებს ინდიკატორი. ვწმენდთ ფილტრს, ვცვლით თერმისტორს, გამაცხელებელ ელემენტებს, პლატას.

Airwrap სტაილერი

არ ირთვება, ზედმეტად ცხელდება, არ იჭერს ნასადკებს / თავაკებს, დაზიანებული აქვს კაბელი, წყალში ჩავარდა - გაწმენდა, პლატის შეკეთება, ძრავის და კომპონენტების შეცვლა.

Corrale თმის უთო

არ ცხელდება, მალე ჯდება, არ მუშაობს ფირფიტები. აკუმულატორის, გამაცხელებელი ელემენტის შეცვლა, პლატისა და ანჯამის / პეტლის შეკეთება.

Dyson Zone ყურსასმენები

არ ირთვება, არ იჭერს მუხტს, Bluetooth-ის პრობლემები, დაზიანებული USB-C პორტი, ხმაური ან ხმის დამახინჯება. აკუმულატორის, პორტის შეცვლა, პლატის შეკეთება.

ვენტილატორები და დამატენიანებლები

Pure Cool, Hot+Cool, AM/TP/HP. არ ირთვება, არ ბრუნავს, არ უშვებს ორთქლს, აქვს HEPA-ფილტრის შეცდომები, პულტისა და Wi-Fi-ის პრობლემები.

Airblade ხელის საშრობები

არ აშრობს, ხმაურობს, ზედმეტად ცხელდება, არ რეაგირებს ხელებზე. გაწმენდა, ძრავისა და სენსორის შეკეთება, ფილტრის შეცვლა.

მხარდაჭერილი მოდელები

Dyson-ის მოდელები

თუ თქვენი მოდელი სიაში არ არის - დაგვიკავშირდით.

თმის მოვლა

Supersonic HD01, HD03, HD08, HD15, HD16 · Airwrap HS01, HS05, HS08, HS09 · Corrale HS03, HS07.

კლიმატი და ჰაერი

Pure Cool TP04/TP07 · Hot+Cool HP04/HP07 · AM06, AM07, AM09 · Humidifier AM10 · Pure Humidify+Cool PH01/PH04.

სხვა

Airblade V, Airblade 9kJ ხელის საშრობები · Dyson Zone ყურსასმენები · Solarcycle განათება.

ხშირი ხარვეზები

რა ხარვეზებით მოგვმართავენ მომხმარებლები

მოკლე ჩართვის შემდეგ

წყლის მოხვედრა, ძაბვის ვარდნა. პლატის აღდგენა, დამწვარი კომპონენტებისა და მცველების შეცვლა.

ციმციმებს ინდიკატორები

წითელი/ლურჯი, სხვადასხვა სიხშირის ციმციმი. ვარკვვევთ შეცდომას, ვამოწმებთ პლატასა და აკუმულატორს.

ფენი არ ცხელდება

ხშირად მიზეზია გაჭედილი, გასაწმენდი ფილტრი, თერმისტორი, გამაცხელებელი ელემენტები, პლატა. ვწმენდთ, ვცვლით კომპონენტებს.

რთული შემთხვევები

ვარდნა, სითხის მოხვედრა, თვითნებური შეკეთების მცდელობები. ვაღდგენთ, თუ მოწყობილობა საერთოდ ექვემდებარება შეკეთებას.

როგორ ვმუშაობთ

შეკეთების პროცესი Dyson

პრობლემის აღწერა

მიწერეთ WhatsApp ან Telegram-ში მოდელი და სიმპტომი, თან დაურთეთ ფოტო ან ვიდეო.

შეთანხმება

გეტყვით ღირებულებასა და ვადას. თქვენი დადასტურების გარეშე სამუშაოს არ ვიწყებთ.

შეკეთება + ტესტი

ვასრულებთ სამუშაოს, ვამოწმებთ, გადმოვცემთ 2-თვიანი გარანტიით.

შეკითხვა-პასუხი

ხშირად დასმული შეკითხვები Dyson-ის შეკეთებაზე

რა ღირს Dyson-ის აკუმულატორის შეცვლა?

ფასი დამოკიდებულია Dyson-ის მოდელზე და აკუმულატორის ტიპზე. გამოგზავნეთ მოდელი WhatsApp ან Telegram-ში - გეტყვით ზუსტ ფასსა და ვადას.

რატომ შეწყვიტა Dyson Supersonic-მა გათბობა?

ხშირად მიზეზია გაჭედილი / გასაწმენდი ფილტრი, გაუმართავი თერმისტორი ან დაზიანებული გამაცხელებელი ელემენტები. ხანდახან მაკონტროლებელი პლატა. ზუსტი დიაგნოსტიკა სახელოსნოში კეთდება.

შესაძლებელია Airwrap-ის აღდგენა დავარდნის ან დასველების შემდეგ?

უმეტეს შემთხვევაში - დიახ. ვწმენდთ, ვცვლით პლატაზე დაზიანებულ კომპონენტებს, აღვადგენთ ბილიკებს. გარანტია 2 თვე.

რა გარანტიაა Dyson-ის შეკეთებაზე?

ყველა სამუშაოზე და დაყენებულ ნაწილებზე - 2 თვე.

იღებთ Dyson-ის ტექნიკას, ჩამოტანილს აშშ-დან ან იაპონიიდან (110V)?

დიახ. შეგვიძლია გადავაკეთოთ 220V-ზე - დეტალურად გვერდზე 110V → 220V.

დაკავშირება

აღწერეთ Dyson-ის ხარვეზი

მიუთითეთ მოდელი და სიმპტომი. რაც უფრო დეტალურია პრობლემის აღწერა - მით უფრო ზუსტია შეფასება.

მესენჯერები

ყველაზე სწრაფი კავშირის გზა.